მოსკოვის დიდი თეატრიდან 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, „გუმ“-იდან – 2.800 ადამიანის, მეტროპოლიდან – 2.000-ის

მოსკოვის დიდი თეატრიდან 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, „გუმ“-იდან - 2.800 ადამიანის, მეტროპოლიდან - 2.000-ისმოსკოვის დიდი თეატრიდან მოსალოდნელი აფეთქების შესახებ ანონიმური ზარის საფუძველზე, 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. თეატრის ბეთჰოვენის დარბაზში საღამოს კონცერტი გაუქმდა.
გარდა ამისა, 2.800 ადამიანის ევაკუაცია მოსკოვის სავაჭრო სახლ „გუმ“-იდანაც განხორციელდა; სასტუმრო „მეტროპოლი“ კი 2.000-ზე მეტ ადამიანს დაატოვებინეს.
დღესვე მოსკოვში ხალხის ევაკუაცია განხორციელდა კინოთეატრებიდან და სხვა სავაჭრო ცენტრებიდან. მათ შორის „ევროპეისკიდან“ და „დისკონტიდან“ 11 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
სააგენტოს ინფორმაციით, სატელეფონო ტერორიზმის ტალღა რუსეთში 11 სექტემბერს დაიწყო. მას შემდეგ რუსეთის სხვადასხვა დაწესებულებიდან, მთლიანობაში, 1,4 მილიონი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.