ქართველმა მორაგბეებმა კანადას 32 ქულით მოუგეს

ქართველმა მორაგბეებმა კანადას 32 ქულით მოუგესნოემბრის ტესტ-მატჩების ფარგლებში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა კანადასთან გამართა.

მატჩი დინამო არენაზე სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადას 32-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 54:22 სძლია.

აღნიშნული მატჩის ჩათვლით, ისტორიის მანძილზე საქართველომ და კანადამ ერთმანეთთან 7- ჯერ ითამაშეს, აქედან 4-ჯერ საქართველომ გაიმარჯვა, სამჯერ კი – კანადამ.

ნიუპოსტი