ქუცნაშვილი: „თუ მისი უწმინდესობის კრიტიკა შეიძლება, რატომ არ შეიძლება სხვა თანამდებობის პირის კრიტიკა“

ქუცნაშვილი: „თუ მისი უწმინდესობის კრიტიკა შეიძლება, რატომ არ შეიძლება სხვა თანამდებობის პირის კრიტიკა“– თუ მისი უწმინდესობის კრიტიკა შეიძლება, რატომ არ შეიძლება ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირის კრიტიკა?! მე არ მესმის, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა 17 ნოემბერს  გააკეთა სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თაობაზე თეა წულუკიანის განცხადების კომენტირებისას.

– მე გამოხატვის თავისუფლების მომხრე ვარ, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას აქვს კრიტიკული აზრის უფლება, თეა წულუკიანსაც და ნებისმიერ მოქალაქესაც. თუ არ შეიცავს უხამს განცხადებებს, ჯდება გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში. უნდა ვისწავლოთ განვასხვავოთ უხამსი თავისუფლებისაგნ. უხამსი განცხადება სხვაა, გამოხატვის თავისუფლება – სხვაა. ტაბუირებული თანამდებობის პირი და ტაბუირებული თემა არ უნდა არსებობდეს, – თქვა ქუცნაშვილმა.

იუსტიციის მინისტრმა თე წულუკიანმა  16 ნოემბერს “ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველი” უწოდა უჩა ნანუაშვილს, მას შემდეგ რაც ნანუაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე სასამართლო პროცესის შეფასება წარადგინა, სადაც გააკრიტიკა სასამართლო და პროკურატურა.

პარლამენტარმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა კი 17 ნოემბერს განაცხადა, რომ წულუკიანის შეფასება უპასუხისმგებლობაა.

ომბუდსმენის ანგარიშის საპასუხოდ განცხადებები გაავრცელეს პროკურორმა და სასამართლომაც.

დღესვე არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს ომბუდსმენთან დაკავშირებით ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების განცხადებების გამო.

ნეტგაზეთი.გე