რატომ უნდა დავლიოთ მწვანე ჩაი

რატომ უნდა დავლიოთ მწვანე ჩაიგავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, მწვანე ჩაის ფოთლებში 4-ჯერ მეტი კოფეინია, ვიდრე ყავის მარცვლებში. ფინჯანი ჩაის მოსახარშად 1 ჩაის კოვზ გამხმარ ფოთოლს ვიყენებთ, ხოლო იმავე მოცულობის ყავის სასმელისთვის 2 ჩაის კოვზს დაქუცმაცებულ მარცვალს. გამოდის, კოფეინის რაოდენობა ორივე სასმელში პრაქტიკულად თანაბარია.

გახსოვდეთ შემდეგი:

. მწვანე ჩაი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც კოფეინის შეთვისებას აბრკოლებს, ამიტომ მაღალი წნევის დროს მისი დალევა უშიშრად შეიძლება.

. ასევე მწვანე ჩაი სისხლის დინებას ამაღლებს, სისხლის მიმოქცევას აჩქარებს, რასაც ყავაზე ვერ ვიტყვით. მაშასადამე, ის სისხლის წნევას არეგულირებს.

. მწვანე ჩაი ცუდი ქოლესტერინის დონეს აქვეითებს, სისხლძარღვების მდგომარეობას აუმჯობესებს, რის შედეგად არტერიული წნევა ქვეითდება.

ჟურნალ “სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ