სახის ინგლისური ნიღაბი – რეცეპტი, რომელიც 500 წელზე მეტი ხნისაა

სახის ინგლისური ნიღაბი - რეცეპტი, რომელიც 500 წელზე მეტი ხნისაასახის ინგლისური გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი , რომელიც საუკუნეებია ცნობილია.
ინგრედიენტების ყველაზე ხელმისაწვდომია, ნიღაბი კი მხოლოდ ძილის წინ უნდა გაიკეთოთ.

ნიღაბი ყველა ტიპის კანს უხდება, არბილებს და წმენდს კანს, კვებავს, ატენიანებს, აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევას. დილით გაუმჯობესებული კანის ფერი გარანტირებული გაქვთ.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3 თასი:

პირველი შეავსეთ ნებისმიერი მცენარეული ზეთითა და შვრიის ფანტელით.

მეორე – დახეხილი ვაშლი, ნახევარი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი თაფლი.

მესამე – კეფირი, 1 ჩაის კოვზ მარილთან ერთად (მარილი ჩაყარეთ ბოლოს, ისე რომ ვერ მოასწროს გახსნა).

მაშ ასე!

პირველი თასის შემადგენლობა წაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეს ზონაში. 2-3 წუთის განმავლობაში მსუბუქად დაიმასაჟეთ. გაიჩერეთ 5 წუთს.

პირველი ნიღბის ზემოდან დაიმატეთ მეორე თასის ინგრედიენტები. დაიმასაჟეთ კვლავ 2-3 წუთის განმავლობაში და გაიჩერეთ 5 წუთს.

ნიღაბი მოიშორეთ მესამე თასის შემადგენლობაში დასველებული ბამბით. 2-3 წუთს ისევ დაიმასაჟეთ და გაიჩერეთ ასევე 5 წუთს.

სახე მინერალური წყლით ან გვირილას ნაყენით ჩამოიბანეთ. დასასრულს კი წაისვით ღამის კრემი.

ნიღბის გაკეთება სასურველია 2 კვირაში ერთხელ.

შედეგი შეუდარებელია.