თბილისის მერიის 4 უწყების ახალი ხელმძღვანელები ცნობილია – კობახიძე, ბოლოთაშვილი, თავართქილაძე, გვენცაძე

თბილისის მერიის 4 უწყების ახალი ხელმძღვანელები ცნობილია - კობახიძე, ბოლოთაშვილი, თავართქილაძე, გვენცაძედედაქალაქის მთავრობა ახალი შემადგენლობით დღეს პირველ სხდომას გამართავს. დღესვე კახა კალაძე თბილისის მერიის დაქვედმებარებაში არსებული 4 უწყების ახალ ხელმძღვანელებს წარადგენს. imedinews-ისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მამუკა კობახიძე უხემძღვანელებს. არქიტექტურის სამსახურს თეიმურაზ ბოლოთაშვილი, ქონების მართვის სააგენტოს კი ირაკლი თავართქილაძე უხელმძღვანელებენ. უკვე ცნობილია, რომ ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელად კახაბერ გვენცაძე ინიშნება. 

თბილისის მერიაში სხდომა 11 საათზე დაიწყება. თბილისის მთავრობა სრული შემადგენლობით 17 ნოემბერს დამტკიცდა.

იმედინიუსი