შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბომბის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.
„112-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.