ამერიკელი ფერმერი ჯუჯა ძროხების მოშენებითაა დაკავებული

ამერიკის აიოვას შტატის მცხოვრებმა ფერმერმა ჯუჯა ძროხების მოშენებას მიჰყო ხელი, რომელთა სახლში შინაური ცხოველებივით ყოლაა შესაძლებელი.
46 წლის ფერმერი დასტინ პილარდი მრავალი წელია მინიატურული ძროხების გამოყვანაზე მუშაობს. სელექციის დახმარებით მან მოახერხა, ძროხების ზომა ორჯერ შეემცირებინა. ცხოველების სიმაღლე, რომელთა მოშენებითაცაა ფერმერი დაკავებული, 80 სანტიმეტრს არ აღემატება. მისი მტკიცებით, ამის მიუხედავად, მისი ძროხები სრულიად ჯანმრთელები არიან.
– მრავალი მათგანი ისეთივე ინდივიდუალურობით გამოირჩევა, როგორც გამოირჩევიან ძაღლები, – განაცხადა ფერმერმა, – მათ უყვართ გამასპინძლება და სეირნობა. ძაღლებივით დარბიან თქვენს გარშემო, ადამიანებთან კარგი ურთიერთობა აქვთ, მშვიდები და ალერსიანები არიან. ასევე მათ ძალიან მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ძნელია, არ შეგიყვარდეთ ეს ჯუჯა ძროხები.
ფერმერი მინიატურულ ძროხებს შინაური ცხოველების მოყვარულებზე ყიდის, რომლებიც მათ ძაღლებივით და კატებივით სახლში იყოლიებენ.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018