ამერიკელი ჩანჩქერიდან დაღუპული მეგობრის პატივსაცემად გადმოხტა

ამერიკელმა მამაკაცმა დიდი კანიონის ჩანჩქერიდან ნახტომი ამავე ადგილზე ერთი წლის წინ დაღუპული მეგობრის ხსოვნის პატივსაცემად შეასრულა.
მამაკაცი დიდ კანიონში ჩანჩქერ ჰავასუს თავზე ავიდა. ამისთვის მას დაახლოებით ძნელად გასასვლელ ადგილებში 16 კილომეტრის გავლა მოუხდა. მან ხელი დაუქნია მეგობრებს, რომლებიც იქ მასთან ერთად მივიდნენ, დაღუპული მეგობრის სახელი დაიძახა, რის შემდეგაც 30 მეტრის სიმაღლიდან გადახტა.
ნახტომის დროს მამაკაცმა ჰაერში ორი ბრუნი შეასრულა, შემდეგ კი წყალში ჩაეშვა.

ამოყვინთვის შემდეგ მან სიხარულის ყიჟინა დასცა, მის ყიჟინას მეგობრები ყვირილითა და ტაშისცემით შეუერთდნენ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018