ბრიტანელმა იარაღების მოყვარულმა თავი არბალეტით მოიკლა

ბრიტანეთის დევონის საგრაფოს ქალაქ პლიმუთში აღმოაჩინეს 37 წლის მარტინ ბონდის ცხედარი, რომელსაც თავში არბალეტის ისარი ჰქონდა.
მამაკაცის გაუჩინარების თაობაზე პოლიციას მისმა მეუღლემ აცნობა. აღსანიშნავია, რომ მეუღლეებს ერთმანეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.
მამაკაცი აღმოაჩინეს ბინაში, რომელში ის ცხოვრობდა. პოლიციის დასკვნის თანახმად, მან თავი მოიკლა. ბინაში ჩართული იყო მუსიკა, რომელიც მან თვითმკვლელობამდე განმეორებაზე ჩართო. გვერდით ეწყო მისი ცოლისა და გოგონას ფოტოსურათები, ასევე რამდენიმე გარდაცვალებამდე დაწერილი წერილი.
ბონდი ისტორიითა და ძველი იარაღებით იყო გატაცებული. არბალეტის გარდა, მის კოლექციაში რამდენიმე ძველი იარაღიც ინახებოდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018