“გაიქეცი ან მოკვდი” – ბავშვების ახალი საშიში ინტერნეტთამაში

ბოლო დროს სხვადასხვა საშიშ თამაშებზე უამრავი შეტყობინება გავრცელდა, რომლთაც მოზარდები სარგებლობენ. მათ რიცხვს ახალი თამაში “გაიქეცი და მოკვდი” მიემატა. თამაშის მიზანია მოზარდმა მოახერხოს რაც შეიძლება ახლოს გადაურბინოს წინ მოძრავ ავტომობილებს. თამაში პოპულარულია რუსეთში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც. დამადასტურებლად კი საჭიროა ფოტო ან ვიდეოგადაღება.

სოციალურ ქსელებში აქტიურად იქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მონაწილეებს თამაშში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

საშიში თამაშის წესები საკმაოდ მარტივია – ბავშვი დგას ტროტუარზე და ელოდება სწრაფად მოძრავ ავტომობილს, რათა მაქსიმალურად ახლო მანძილიდან გადაურბინოს მას. ამასთან, მეგობრებმა მისი ეს ქმედება ვიდეოზე ან ფოტოზე უნდა აღბეჭდონ. ამიტომ, თამამი ბავშვები ცდილობენ სატვირთო ავტომობილს ავტობანზე გადაურბინონ.

სასიკვდილო თამაშის ამსახველი ფოტოები სპეციალურ ჯგუფში იტვირთება, სადაც მონაწილეები შეფასებებს იღებენ.

სასიკვდილო თამაშის დავალება მხოლოდ ერთია – გადაირბინოს მოზარდმა სწრაფად მიმავალ ავტომობილთან მაქსიმალურად ახლოს, თუმცა, ყოველი დავალების შესრულების შემდეგ მომდევნო დავალება რთულდება. გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს სპეციალური აპლიკაციები, რომლებიც თამაშის წესების შესახებ მომხმარებლებს ამცნობენ. მას შემდეგ რაც მოზარდი მოწყობილობას ტელეფონში გადმოიწერს, ჩნდება კურატორი, რომელიც აკონტროლებს “მსხვერპლს”.

ეს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით დამტკიცებული არ არის, თუმცა, თამაშის დამკვიდრების ადგილად სოციალური ქსელი მიიჩნევა.

გაფრთხილება მშობლებს:
თამაშის საშიშროების შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები თებერვლიდან ავრცელებენ, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მოზარდების სიცოცხლე. სპეციალისტების თქმით, სასიკვდილო გასართობი თამაში სულ უფრო პოპულარული ხდება და ეს იმიტომ, რომ მოზარდბი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ინტერნეტში ატარებენ.

პირველი

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018