”გ.ჯ. ამბობს, რომ არავინ დაუჭრია…დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნებს” – ადვოკატმა კომენტარი გააკეთა

”გ.ჯ. ამბობს, რომ არავინ დაუჭრია...დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნებს” - ადვოკატმა კომენტარი გააკეთახორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადასტურებს კონფლიქტში მონაწილებას, თუმცა აცხადებს, რომ მას არავინ დაუჭრია.

“დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნებს. ჭრილობები, რომლებიც გარდაცვლილებს აქვს,აუცილებლად დადასტურდება, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ არ არის მიყენებული. რაც შეეხება დანას, რომელიც კონფლიქტის ადგილას იპოვეს, ჯერ არ ვიცით ვის ეკუთვნის. ” – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

მისივე თქმით, ბრალდებულის ოჯახი არ აპირებს გამართლებისთვის ბრძოლას, თუმცა მათი მიზანია ბრალდებული დაისაჯოს მხოლოდ იმ ქმედებისთვის, რაც მან ნამდვილა ჩაიდინა.

მოზარდი, რომელიც მოსწავლეების მკვლელობის საქმეშია ბრალდებული და მანამდე იმალებოდა, პოლიციას რამდენიმე საათის წინ ჩაბარდა.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 4 დეკემბერს კი პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.

მანამდე, პროკურატურამ აღნიშნული დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. დღეს, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.

იმედინიუსი