კანადელ ბავშვს ატმის გარდა ყველაფერზე ალერგია აქვს

კანადაში ცხოვრობს ბავშვი, რომელიც მხოლოდ ახალი ატმებით იკვებება. მასმედიის ყურადღების ცენტრში ბავშვი მას შემდეგ აღმოჩნდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მისი მკურნალობისთვის თანხების შეგროვება მიმდინარეობდა.
მიკა მესონ ლოპესი, რომელიც ორი წლის უნდა გახდეს, დაბადებიდანვე უიშვიათესი დაავადებისგან იტანჯება. დედამისი აცხადებს, რომ მისი შვილისთვის უცნობია, თუ როგორია ტკივილის გარეშე ცხოვრება. მას აქვს მძიმე ფორმის ალერგია. ის ალერგიულია პრაქტიკულად ყველა საკვები პროდუქტის მიმართ, გარდა ატმისა.
ამასთან, როგორც ბავშვის დედამ განაცხადა, მისი შვილისთვის მიუღებელია გაყინული, გამომშრალი ან დაკონსერვებული ატმები, ვინაიდან მათში საკვები დანამატებია. მშობლები ფერმერებისგან, რომლებსაც ხილი პესტიციდების გარეშე მოჰყავთ, ატამს ყუთებით ყიდულობენ. ამაში მათ დიდი ფული ეხარჯებათ, იმის მიუხედავად, რომ ბავშვი დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამს. ზამთარში ახალი ატამის შოვნა ძალიან ძნელია. ბოლო დროს ბავშვი კურდღლის ხორცის ჭამასაც მიეჩვია, თუმცა მხოლოდ ერთ ჩაის კოვზს იღებს დღეში.
დედის თქმით, ყოველ თვე, ბავშვს ცხრამდე ექიმს აჩვენებენ. 2018 წლის ოქტომბრამდე სახელმწიფო მათ სპეციალურ ჰიპოალერგიულ საკვებს აძლევს. შემდეგ კი ბავშვს იმის დამტკიცება მოუწევს, რომ მას ისევ ალერგია აქვს რძის პროდუქტებზე.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018