„უსკალპელო ქირურგი” – მცენარე, რომელიც ანთებით პროცესებს და მრავალ დაავადებას კურნავს

ეს მცენარე ბევრ ისეთ დაავადებას კურნავს, რომელსაც თანამედროვე მედიცინა ქირურგიული ჩარევის გარეშე ვერ უმკლავდება, ამიტომ მას “უსკალპელო ქირურგსაც” უწოდებენ. ეს პოლპალა გახლავთ, მისი ლათინური სახელწოდებაა Aerva Lanata.

პოლპალას კუნძულ ცეილონზე დიდი ხანია გამოიყენებენ სამკურნალო დანიშნულებით, იგი ერთერთ უძლიერეს სამკურნალო მცენარედაა მიჩნეული, რომელიც თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტს კენჭებისგან ეფექტურად წმენდს. თანამედროვე მედიცინაში მას გამოიყენებნ პიელონეფრიტის, ცისტიტის, ურეთრიტის, პროსტატის, საშარდე გზების ანთების სამკურნალოდ და სხვ.

პოლპალა ძლიერი შარდმდენია, რომელიც სხვა შარდმდენებისგან განსხვავებით, ორგანიზმის ძლიერ გაუწყლოებას არ იწვევს. შარდკენჭოვანი დაავადების, ცისტიტის, ურეთრიტისა და პიელონეფრიტის დროს ხელს უწყობს ორგანიზმიდან შარდმჟავას, შარდოვანას და ქლორიდის გამოყოფას.

პოლპალა ასევე ეფექტურად წმენდს ორგანიზმს მძიმე მეტალებისა და სამრეწველო ტოქსინებისგან, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია დღევანდელი მძიმე ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით.

პოლპალა აქრობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს, აქრობს ნაწლავურ პოლიპებს და ფიბრომას.

ათხელებს სისხლს და ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, კურნავს შაკიკს, მენსტრუალური ციკლის დარღვევებს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, კურნავს ღვიძლს, კუჭს, ხელს უწყობს წყლულების შეხორცებას.

პოლპალა დადებითად მოქმედებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას და აფერხებს ათეროსკლეროზულ პროცესებს. კარგი ეფექტი აქვს ბრონქიტისა და ტრაქეიტის მკურნალობისას. ანტიბაქტერიული მოქმედების გამო, მის ნაყენში დასველებულ საფენებს ჩირქოვანი გამონაყარის სამკურნალოდაც იყენებენ.

პოლპალას უარყოფითი მხარეც აქვს, მისის ხსნარი ძლიერ აზიანებს კბილის ემალს, ამიტომ უმჯობესია მომზადებული ნაყენი საწრუპი ჩხირით დალიოთ და შემდეგ კბილები გაიხეხოთ. არ შეიძლება მისი მიღება ოსტეოპოროზის დროს და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ნაყენის მომზადება:

1ს.კ. წვრილად დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ წყლის აბაზანაზე 15 წთ-ით. გადმოდგით, შეაგრილეთ და კარგად გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა, შემთბარი, ჭამამდე ნახევარი სთ-ით ადრე, დღეში ორჯერ.

მკურნალობის კურსი 10-30 დღეა, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე.მკურნალობის კურსის დროს დიეტაც უნდა დაიცვათ, გამორიცხეთ რაციონიდან შემწვარი, მწარე და ცხარე, ქონიანი კერძები, სუნელები, ალკოჰოლი, ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები, სოკო, პარკოსნები.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018