აშშ-ში მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში მიწისძვრა მოხდააშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ბიძგები ნიუ-იორკიდან ბალტიმორამდე იგრძნობოდა.
ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 21:47 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 8,1 კილომეტრის სიღრმეზე იყო, 10 კილომეტრში ქალაქ დოვერიდან, დელავერის შტატში.
დაშავებულებზე ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ინტერპრესნიუსი