ბათუმში ახალგაზრდა კაცი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ბათუმში ახალგაზრდა კაცი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპაბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.