ბერლინის “ყვითელი ბარათი” კიევს – მერკელი პოროშენკოს მკაცრად აკრიტიკებს

ბერლინის "ყვითელი ბარათი" კიევს - მერკელი პოროშენკოს მკაცრად აკრიტიკებსუკრაინაში “შეუჩერებელი” კორუფცია ქვეყნის ხელისუფლებიდან იწყება- განცხადება ამის შესახებ ანგელა მერკელის თანაპარტიელებმა ელმარ ბროკმა და ნორბერტ რეტენგერმა”ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთეს.
ბუნდესტაგის წევრი რობერტ რეტენგერიკორუფციასთან არასათანადო ბრძოლის გამო პეტრო პოროშენკოს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პოროშენკომ უნდა გადაწყვიტოს-“სურს მას იყოს პრეზიდენტი, თუ ოლიგარქი – ქვეყანა თუ ფული”. დეპუტატის განცხადებით უკრაინამ გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას კორუფციის წინააღმდეგ და ეს ქვეყნის ხელისუფლებიდან უნდა დაიწყოს.
რეტენგერთან ერთად ანგელა მერკელის კიდევ ერთი თანაპარტიელი და ევროპარლამენტარი ელმარ ბროკიც აკრიტიკებს პოროშენკოს კორუფციასთან ბრძოლის სისუსტის გამო . ის ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს კორუფციასთან ბრძოლის ძირითად საფუძვლები. ბროკის თქმით, განსაკუთრებით სახიფათოა ნაციონალურ ანტიკორუფციულ ბიუროზე ზეწოლის მცდელობა კერძოდ, კი მცდელობა იმისა, რომ პარლამენტმა შეზღუდოს ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის- ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობა.
“ბილდი” ასევე წერს, რომ მომავალ კვირას პოროშენკოს ევროკავშირის და გერმანიის წარმომადგენლები ეწვევიან, რომ მას “არსებული სიტუაციის მთელი სერიოზულობა გააგებინონ”