გურიაში ადიდებულ ღელეში შუახნის მამაკაცი ჩავარდა და დაიხრჩო

გურიაში ადიდებულ ღელეში შუახნის მამაკაცი ჩავარდა და დაიხრჩოოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში მცხოვრები შუახნის მამაკაცი დილით მდინარეში სოფელში ჩამომავალ პატარა მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სახლისაკენ მიმავალი მამაკაცი კოკისპირული წვიმების შედეგად ადიდებულ ღელეში ჩავარდა და დაიხრჩო.

გურიაში ორი დღე კოკისპირული წვიმები იყო, რის გამოც სოფლებში ჩამომავალი პატარა მდინარეები ადიდდა, ასევე რამდენიმე სოფელში დაიმეწყრა გზები და დაზიანდა მილხიდები. დაიტბორა რამდენიმე სახლი.

როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, წინასწარი დათვალიერებით, მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.