ვაკეში კაცი დაჭრეს

ვაკეში კაცი დაჭრესთბილისში, აბაშიძის 68-ში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ერთი კაცია დაჭრილი. ადგილზე პატრულის თანამშრომლები იმყოფებიან.

როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლებით.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. სროლის მიზეზი უცნობია, ასევე არ არის ჯერ დაადგენილი მსროლელის ვინაობა.