ვაკეში ოჯახი დააყაჩაღეს

ვაკეში ოჯახი დააყაჩაღესყაჩაღობა მოხდა თბილისში. ვაკეში, მარუხის გმირების ქუჩაზე შეიარაღებულმა პირებმა ოჯახი დააყაჩაღეს. ამის შესახებ “პირველს” შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა უთხრა.

არსებული ინფორმაციით, სახლიდან წაღებულია თანხა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.