ზუგდიდში საფრანგეთის მოქალაქემ 33 წლის ქალი გაიტანა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა

ზუგდიდში საფრანგეთის მოქალაქემ 33 წლის ქალი გაიტანა - ქალი ადგილზე გარდაიცვალაზუგდიდის რაიონში, ჯვარი – ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. 33 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც “ნიუპოსტის” კორესპოდენტი ზუგდიდიდან იტყობინება, მანქანის მძღოლი საფრანგეთის მოქალაქეა. მას შესაბამისი შემოწმება უკვე ჩაუტარდა.

როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სამართლის საქმე 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.