თავდასხმა ოჩამჩირეში – აფხაზურ ადმინისტრაციას 5-მა პირმა 50.000 ლარის ოდენობის რუბლი წაართვა

თავდასხმა ოჩამჩირეში - აფხაზურ ადმინისტრაციას 5-მა პირმა 50.000 ლარის ოდენობის რუბლი წაართვა“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ოჩამჩირის აფხაზურ ადმინისტრაციაზე თავდასხმა მოხდა. ადმინისტრაციას 5 შეიარაღებული პირი დაესხა . ბოროტმოქმედებმა 50 ათასი ლარის ოდენობის რუსული რუბლის გატაცება მოახერხეს.

თანხა ოჩამჩირე-ტყვარჩელის მონაკვეთზე რუსულ ბაზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ხელფასისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც დღეს 4 საათზე უნდა გაცემულიყო.

ბუღალტერი რომელსაც თავს დაესხნენ, ვარაუდობს, რომ შეიარაღებული პირები ხელფასების გაცემის დღის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ. ამასთან მისივე თქმით, ეჭვმიტანილებს შენობის გარეთ სხვა პირებიც ელოდებოდნენ.

მომხდარის გამო ოჩამჩირედან სოხუმის და გალის მიმართულებით სამართალდამცავების მობილიზება შეინიშნება.