თბილისის მერიამ გენგეგმის ჯგუფი 145.600 ლარით დააჯარიმა

თბილისის მერიამ გენგეგმის ჯგუფი 145.600 ლარით დააჯარიმათბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მომუშავე ჯგუფი ოჯერ დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა droa.ge ავრელებს.

გამოცემის ცნობით, მერიამ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი “სითი ინსტიტუტი საქართველო” წინა კვირას 5.600 ლარით, ხოლო ორი დღის წინ 140.000 ლარით დააჯარიმა. ორგანიზაციის დირექტორი მამუკა სალუქვაძე დაჯარიმების მიზეზებს არ განმარტავს.

– ჩვენთვისაც გაუგებარია, რა გახდა დაჯარიმების საფუძველი. სამსახურმა არ განგვიმარტა, ჩვენ რომელ ძველ შენიშვნებთან დაკავშირებით დაგვაჯარიმეს. ერთი შენობის პროექტი როცა კეთდება, მაშინ შეიძლება შენიშვნების კასკადი იყოს. მაგრამ როცა ამხელა დოკუმენტი იქმნება და კონცეპტუალური შენიშვნა არ არის, შეიძლება, რუკაში ხაზი საითკენ უნდა იყოს მიმართული, ამის გამო დააჯარიმო ჯგუფი, რომელსაც ტიტანური სამუშაო აქვს გაკეთებული? მართლა მასშტაბური დოკუმენტი შევქმენით. მე ვფიქრობ, რომ ეს არარაციონალურია და არასერიოზულიც,- ამბობს მამუკა სალუქვაძე.

გამოცემის ცნობით, თბილისის მერიაში დაჯარიმების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მიზეზებზე არ საურბობენ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი დამკვეთს,, ანუ მერიას ნოემბერში ჩაბარდა. დოკუმენტი 1.250 გვერდიანია. დაახლოებით ამდენივეა  მისი დამატებითი დოკუმენტაცია. მათვე ახლავს 70-ზე მეტი თემატურ რუკა, საყრდენი გეგმა, ნახაზები, სქემები და ჩანახატები, რაც გეგმის ფარგლებში შეიქმნა და რაც თბილისს აქამდე არ ჰქონია.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მერიის ყოფილმა ხელმძღვანელობამ კონკურსის წესით შეარჩია და ქალაქის მთავარი დოკუმენტის შესაქმნელად 2.800.000 ლარი გამოყო. პირობის თანახმად, გენგეგმის ჯგუფს თანხა ჩატარებული სამუშაოების შესაბამისად, ტრანშებად უნდა გადარიცხვოდა.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, მერიას 18 ივნისს ჩაჰბარდა. მისი შემქმნელების თქმით, ეს დოკუმენტის სამუშაო ვერსიაა და მნიშვნელოვანია პროცესში მოქალაქეთა ჩართვა. თბილისის ახალარჩეული მერმა უკვე დასრულებული გენგეგმა თავიდან შესასწავლად სპეციალურ ჯგუფს გადასცა.

19 დეკემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის გენერალური გეგმის შესწავლა უახლოეს პერიოდში დასრულდება.