თურქეთის ქალაქ რიზეში ქურდობისთვის სამი ქართველი დააკავეს

თურქეთის ქალაქ რიზეში ქურდობისთვის სამი ქართველი დააკავესრიზეში ყაჩაღობის ფაქტზე სამი ქართველი დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, ისინი მაშინ დააკავეს, როდესაც მიკროავტობუსით საქართველოში გაქცევას ცდილობდნენ.

დაკავებისას მათ აღმოაჩნდათ 28 600 აშშ დოლარი, 1000 ევრო, 1800 თურქული ლირა. დაკავებულები არიან გიორგი მაშია და მერაბ ფიფია და უკრაინის მოქალაქე ვალერი გვასალია. სასამართლომ ფიფია დარბაზიდან გათავისუფლდა, ხოლო გიორგი მაშიას და ვალერი გვასალიას პატიმრობა მიუსაჯეს.