თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში მიწისძვრა მოხდათურქეთში, იზმირის პროვინციაში მაგნიტუდით 4,8 მიწისძვრა დღეს დილით დაფიქსირდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით დილის 08:31 საათზე დაფიქსირდა.

ამ დროისთვის ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

თურქეთი სეისმოაქტიურ ზონაში მდებარეობს და ხშირად ხდება მიწისძვრები. 20 ივლისს, ეგეოსის ზღვაში მომხდარმა ძლიერმა, მაგნიტუდით 6,7 მიწისძვრამ თურქეთისა და საბერძნეთის ტერიტორიები მოიცვა. ნგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ბოლო დროს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა რეგიონში 1999 წელს მოხდა, რომლის შედეგადაც დაახლოებით 18 ათასი ადამიანი დაიღუპა.

პირველი