თურქეთში ქართველი ცოლ-ქმარი დააკავეს – ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით

თურქეთში ქართველი ცოლ-ქმარი დააკავეს - ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებითთურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ტრაბზონის პროვინციაში საქართველოს ორი მოქალაქე, ცოლ-ქმარი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ. დაკავებულების საცხოვრებლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ისლამური სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია ამოიღეს.

ნიუპოსტი