იკერ კასილიასი ზამთარში პორტოდან წავა

იკერ კასილიასი ზამთარში პორტოდან წავაპორტოს ესპანელი გოლკიპერი იკერ კასილიასი ზამთარში გუნდს დატოვებს, რადგან მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

კასილიასს კონფლიქტი აქვს პორტოს მთავარ მწვრთნელთან სერჟიო კონსეისაოსთან და ამის გამო ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ის მოედანზე მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა.

იკერი უკვე 36 წლის არის, მაგრამ მისთვის ახალი გუნდის მოძებნა სავარაუდოდ პრობლემა არ იქნება. კასილიასი პორტოში 2015 წელს გადავიდა, მანამდე კი ის 16 წლის მანძილზე მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა, სადაც მან უამრავი ტიტული მოიგო.