ისრაელი იუნესკოს დატოვებას აპირებს

ისრაელი იუნესკოს დატოვებას აპირებსისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობას იუნესკოს დატოვების პროცედურის დაწყება დაავალა.

მისი დავალებით, ისრაელის ელჩი იუნესკოში ისრაელის გასვლის შესახებ ოფიციალური განცხადებას საშობაო არდადეგების შემდეგ წარადგენს.

ისრაელის პრემიერმა პროცედურის დაწყების შესახებ განკარგულება გენერალურ ასამბლეაში იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციის ხმათა უმრავლესობით მიღების შემდეგ გასცა.

იუნესკოს წესდების თანახმად, ისრაელი ორგანიზაციიდან გასვლას 2018 წლის ბოლოსთვის დაასრულებს.