ლადო სადღობელაშვილს 12 დღით პატიმრობა მიესაჯა

ლადო სადღობელაშვილს 12 დღით პატიმრობა მიესაჯა“ქართული მარშის” წევრს ლადო სადღობელაშვილს 12 დღით პატიმრობა მიესაჯა, მასთან ერთად დაკავებული ორი პირი – ანზორ ფორჩხიძე და ირაკლი დოლენჯაშვილი კი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა.

“ქარული მარშის” 3 წევრი გუშინ დააკავეს. სამივე მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დააპატიმრეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ნიუპოსტი