მეზღვაურებმა კოკაინში გახლართული კუ გადაარჩინეს

მეზღვაურებმა კოკაინში გახლართული კუ გადაარჩინესაშშ-ს სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ზღვის კუ გადაარჩინეს, რომელიც კოკაინით სავსე ბადეში გაიხლართა. ამ ინფორმაციას ერთ-ერთი ადგილობრივი სააგენტო ავრცელებს.
სანაპირო დაცვის მცირე ზომის ხომალდის “ფეტიდას” გუნდმა ცხოველი წყნარი ოკეანის აღმოსვალეთ ნაწილში საერთაშორისო წყლებში პატრულირების დროს აღმოაჩინა. კუ გაიხლართა თოკებში, რომლითაც კონტრაბანდისტების მიერ გადაყრილი ტვირთი იყო ერთმანეთზე გადაბმული. რეპტილია თავის განთავისუფლებას უშედეგოდ ცდილობდა რა დროსაც კისერი და კიდურები დაიზიანა.
ამერიკელმა მეზღვაურებმა ფრთხილად გადაჭრეს თოკები და ცხოველი გაანთავისუფლეს. ინციდენტის განმეორების თავიდან ასაცილებლად მათ თოკები წყლიდან ამოიღეს. მათმა სიგრძემ 22 მეტრს გადააჭარბა.
შემდეგ ოკეანიდან ამოიღეს კოკაინის შეკვრები, რომლის საერთო წონამ 800 კილოგრამს გადააჭარბა. შავ ბაზარზე ასეთი რაოდენობის ნარკოტიკის ფასი 53 მილიონ დოლარს შეადგენს.