მთავრობა 2018 წელს აქციზიდან ნაკლები შემოსავლის მიღებას ელოდება

მთავრობა 2018 წელს აქციზიდან ნაკლები შემოსავლის მიღებას ელოდებამთავრობა 2018 წელს აქციზიდან ნაკლები შემოსავლის მიღებას ელოდება. 2018 წლის ბიუჯეტის მესამე წარდგინების მიხედვით, აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 450.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2017 წლის გეგმასთან შედარებით (1,627,0.) შემცირებული მაჩვენებელია.

საბიუჯეტო დოკუმენტში განმარტებულია აქციზიდან მიღებული შემოსავლების შემცირების მიზეზები:

თამბაქოს აქციზი: 

• 2017 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული თამბაქოს პროდუქციის მარაგები (ძირითადად იმპორტირებული) შემცირდა მნიშვნელოვნად. 2016 წლის განმავლობაში საქართველოში საშუალოდ თამბაქოს პროდუქციის 2 თვის მარაგი არსებობდა მუდმივად. 2017 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული მარაგები განახევრდა და საშუალოდ საქართველოში თამბაქოს პროდუქციის 1 თვის მარაგია (30 მლნ კოლოფი). იმის გათვალისწინებით რომ აღნიშნულ მარაგებზე კომპანიების მიერ აქციზის გადასახადი გადახდილია გასულ წლებში, მარაგების შემცირება აისახა აქციზის გადასახადის სახით ბიუჯეტში შემოსულ თანხებზე;

• აქციზის განაკვეთების ცვლილების შედეგად, მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად შემცირდა თამბაქოს მოხმარება საქართველოში. 2016 წლის იანვარ-აგვისტოში სულ რეალიზებული იყო 5,8 მილიარდი ღერი 4 სიგარეტი, ხოლო 2017 წლის იანვარ-აგვისტოში სულ რეალიზებულია 4,9 მილიარდი ღერი სიგარეტი. თამბაქოს მოხმარება მიმდინარე წელს (8 თვის მონაცემებით) შემცირებულია 900 მილიონი ღერით, რაც არის მოხმარების 15.5%-იანი შემცირება. იმის გამო რომ თამბაქოს მოხმარება 2017 წელს შემცირდება საპროგნოზო მაჩვენებლზე (8%) მეტად, (საპროგნოზო შემცირება – 0.7 მილიარდი ღერი, ხოლო ფაქტიური შემცირება – 1.3 მილიარდი ღერი) ბიუჯეტში აქციზის გადასახადის სახით მობილიზებული თანხები ჩამორჩება 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს.

ავტომობილების აქციზი: 

• საგადასახადო პოლიტიკის ცვლილების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირებდა იმპორტირებული ავტომობილების ასაკი (9 წლამდე ავტომობილების წილი მთლიან იმპორტში ბოლო 4 თვის (ივნისი- სექტემბერი) განმავლობაში გაიზარდა 29%-იდან 76%-მდე), რაც აისახა საბიუჯეტო შემოსავლის ნაწილზეც, ვინაიდან შედარებით ახალი ავტომობილები იბეგრებიან უფრო დაბალი აქციზის განაკვეთით;

• მნიშვნელოვნად გაზრდილია ჰიბრიდულ და ელექტრო ძრავიანი ავტომობილების იმპორტი, რაც ასევე შემცირებული განაკვეთით იბეგრება: ჰიბრიდი – სტანდარტულ განაკვეთზე 60%-ით დაბალი განაკვეთით იბეგრება, ხოლო ელექტრო – სრულად განთავისუფლებულია გადასახადებისაგან (ჰიბრიდულ და ელექტრო ძრავიანი ავტომობილების წილი მთლიან იმპორტში ბოლო 4 თვის (ივნისი-სექტემბერი) განმავლობაში გაიზარდა 7%-იდან 42%-მდე);

• ბიუჯეტის დამტკიცების შემდგომ, მსუბუქი ავტომობილების იმპორტთან მიმართებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუწესდათ დამატებითი შეღავათები. კერძოდ: ავტომობილები რომლებიც გამოგზავნილი იყო საქართველოში 2017 წლის 1 იანვრამდე და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა, მათთვის აქციზის გადასახადის განაკვეთები დარჩა უცვლელი. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში იმპორტირებული ავტომობილებზე აქციზი გადახდილი იქნა ძველი (შემცირებული) განაკვეთებით.

3. კომუნიკაციების აქციზი 2017 წელს 8,0%-იდან შემცირდა 3%-მდე და 2018 წლის იანვრიდან უქმდება.

ბიზნესმედია