ნია წივწივაძე მის საქართველო 2017 გახდა

ნია წივწივაძე მის საქართველო 2017 გახდანია წივწივაძე მის საქართველო 2017 გახდაბათუმში “მის საქართველო 2017” გაიმართა. კონკურსში სულ 20 გოგონა მონაწილეობა.

დასახელდა 13 ნომინაციაში გამარჯვებული. ტოპ ხუთეულში მოხვდნენ: ნინი სულხანიშვილი, გვანცა მინაშვილი, ნია წივწივაძე, ლარა იან, მარიამ დონაძე. მეორე ვიცე მისი მარიამ დონაძე, ხოლო პირველი ვიცე მისი ლარა იან გახდა.
მის საქართველო 2017-ის ტიტული კი გახდა ნია წივწივაძეს ერგო.

ნია წივწივაძის სამოდელო კარიერა 2012 წელს ნინო ცქიტიშვილის სააგენტო “ლუქ მოდელსში” დაიწყო. საიდანაც 2 ქართველ მოდელთან ერთად 2 თვით ჩინეთში მიიწვიეს სამუშაოდ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება 17-დან 25 წლამდე ასაკის გასათხოვარ გოგონებს შეეძლოთ. კონკურსის გამარჯვებული ქვეყანას “მის მსოფლიოს” სილამაზის კონკურსზე წარადგენს, ასევე ნია სილამაზის სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე გაემგზავრება.