ოდრი აზულეი – ”ისრაელი იუნესკოდან გადის”

ოდრი აზულეი - ”ისრაელი იუნესკოდან გადის”იუნესკომ ისრაელისგან ორგანიზაციის დატოვების შესახებ ოფიციალური განაცხადი მიიღო. როგორც გამოცემა Times of Israel წერს, ამის შესახებ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულეიმ განაცხადა. მისი თქმით, ის ისრაელის გადაწყვეტილების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

ისრაელის გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 31 დეკემბრიდან შევა.

12 ოქტომბერს, აშშ-მა და ისრაელმა განაცხადეს, რომ UNESCO-ს ტოვებენ. ვაშინგტონი ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით დარჩება, თელ-ავივი კი აცხადებს, რომ წევრობას შეიჩერებს. მიზეზი ორგანიზაციის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც 8 ივლისს, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჰებრონის ძველი ქალაქი და პატრიარქთა სამარხები კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში პალესტინური ძეგლის სტატუსით შეიყვანა. ისრაელის პროტესტის მიუხედავად, გადაწყვეტილება კრაკოვში გაერო-ს კულტურული კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციით დაამტკიცეს.

იმედინიუსი