პაოლო დიბალას იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა

პაოლო დიბალას იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბაიუვენტუსის არგენტინელ ფეხბურთელს პაოლო დიბალას გუნდის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა და ეს მას შემდეგ მოხდა რაც იუვენტუსის პრეზიდენტმა გაიგო რომ დიბალას აგენტი პსჟ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სწორედ ამის გამო დიბალა ბოლო პერიოდში იშვიათად ხვდება იუვენტუსის ძირითად შემადგენლობაში.

საქმე იქითკენ მიდის რომ დიბალა სავარაუდოდ იუვენტუსს დატოვებს, თუმცა სად გააგრძელებს კარიერას, ჯერჯერობით უცნობია. დიბალას შეძენა მანჩესტერ იუნაიტედსაც სურს.