პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცაპარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020” 103 ხმით გამოუცხადეს ნდობა. მის წინააღმდეგ ხმა 17 დეპუტატმა მისცა.
კენჭისყრის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
განახლებული მთავრობა 13 სამინისტროთი და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატით იქნება წარმოდგენილი.
მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა: გიორგი კვირიკაშვილი – პრემიერ-მინისტრი; მიხეილ ჩხენკელი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; დიმიტრი ქუმსიშვილი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; ლევან იზორია -თავდაცვის მინისტრი; თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი; მიხეილ გიორგაძე -კულტურისა და სპორტის მინისტრი; სოზარ სუბარი – ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრი; ზურაბ ალავიძე – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; მიხეილ ჯანელიძე – საგარეო საქმეთა მინისტრი; კახა კახიშვილი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი; მამუკა ბახტაძე – ფინანსთა მინისტრი; გიორგი გახარია – შინაგან საქმეთა მინისტრი; დავით სერგეენკო – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; ქეთევან ციხელაშვილი – სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.