პსჟ ტერ შტეგენში 180 მილიონ ევროს იხდის

პსჟ ტერ შტეგენში 180 მილიონ ევროს იხდისპსჟ ბარსელონას ფეხბურთელით კიდევ ერთხელ დაინტერესდა და ამჯერად პარიზული კლუბის სამიზნე მარკ ანდრე ტერ შტეგენია, რომელიც წელს ძალიან კარგ სეზონს ატარებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პსჟ მზად არის ტერ შტეგენის ტრანსფერში 180 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მიუხედავად ასეთი კოლოსალური თანხისა, ბარსელონა სავარაუდოდ უარს იტყვის, რადგან კატალონიური გუნდის თავისი პირველი გოლკიპერის გაყიდვას არ აპირებს. თვითონ მარკ ანდრე ტერ შტეგენმა ასევე განაცხადა რომ ის ბარსელონაში ბედნიერია და სხვა კლუბში გადასვლა მის გეგმებში არ შედის.