რატომ შეხვდა კვირიკაშვილი მინისტრებს შუაღამეს და რა საკითხები განიხილა კობახიძემ პარლამენტში

რატომ შეხვდა კვირიკაშვილი მინისტრებს შუაღამეს და რა საკითხები განიხილა კობახიძემ პარლამენტშიგვიან ღამით, გიორგი კვირიკაშვილი თბილისში მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

ტელეკომოპანიის ცნობით, საგანგებო თათბირი ღამის 11 საათზე მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. მთავარი განსახილველი თემა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები იყო.

პარალელურად, შეხვედრა მიმდინარეობდა ქუთაისის პარლამენტში, სადაც ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად სუს-ის ხელმძღვანელობასა და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებს შეხვდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში შეკრების მიზეზი, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა იყო, თუმცა ამ ცნობას ოფიციალურად არავინ ადასტურებს.

ჩვენი ჟურნალისტი ინფორმაციის ადგილზე გადამოწმებას შეეცადა, თუმცა მან პარლამენტში მეექვსე სართულზე, იქ სადაც შეხვედრა იმართებოდა, ასვლა ვერ შეძლო – კობახიძის კაბინეტთან მისასვლელი ერთადერთი გზა, ლიფტი გათიშული იყო.

საკანონმდებლო ორგანოს შენობა შეხვედრის მონაწილეებმა სპეციალური გასასვლელით დატოვეს.

ნიუპოსტი