რუსთაველზე მანქანა ავტობუსს შეასკდა – დაშავდა 1 ადამიანი, დაზიანდა 4 მანქანა

რუსთაველზე მანქანა ავტობუსს შეასკდა - დაშავდა 1 ადამიანი, დაზიანდა 4 მანქანათბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სულ 4 ავტომობილია დაზიანებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ნიუპოსტი