სააკაშვილი – ”პოროშენკოს ვთავაზობ ტელეეკრანზე პირისპირ შეხვედრას”

სააკაშვილი - ”პოროშენკოს ვთავაზობ ტელეეკრანზე პირისპირ შეხვედრას”საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ლიდერს პეტრო პოროშენკოს ტელეკამერების წინ პირისპირ შეხვედრა შესთავაზა. ამის შესახებ სააკაშვილმა კიევის ცენტრში „იმპიჩმენტის მარშზე“ განაცხადა.
სააკაშვილის განცხადებით, მზადაა უკრაინის მეთაურთან მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდეს, ოღონდ მოწმეთა თანდასწრებით.
– მზად ვარ, მას კიდევ ერთხელ შევხვდე. ვთავაზობ ტელეკამერების წინ შეხვედრას ადამიანების თანდასწრებით და საუბარს იმის შესახებ, წყნარად როგორ ჩამოვაშოროთ ოლიგარქები ხელისუფლებას, როგორ ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები, როგორ დავასრულოთ უკრაინელთა გულისამრევი დამცირება. უსისხლოდ, ძალადობისა და ესკალაციის გარეშე, – განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერპრესნიუსი