საბერძნეთში ქურდული სამყაროს პატრიარქს, 63 წლის დათო სებისკვერაძეს, 16 წელი მიუსაჯეს

საბერძნეთში ქურდული სამყაროს პატრიარქს, 63 წლის დათო სებისკვერაძეს, 16 წელი მიუსაჯესსაბერძნეთში, “ქურდული სამყაროს პატრიარქს”, 63 წლის დავით სებისკვერაძეს (“დათო კუტაისსკი”, “ვარლამიჩი”) 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას კრიმინალური დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა ედება ბრალად. მასთან ერთად გაასამართლეს შოთა ასათიანი (“შოთიკო ბოლნისსკი”) და ლაშა უგრელიძე (“სტალინი”). მათ შესაბამისად 16 და 17 წელი აქვთ მისჯილი.

კიდევ ერთი კანონიერი ქურდი, მიხეილ ბუძიშვილი. რომელიც ამავე საქმისთვის იყო დაკავებული 2017 წლის აპრილში, ნარკოტიკების დიდი დოზით მიღების გამო გარდაიცვალა.

ეს განაჩენი ბერძნული სასამართლოს ქურდულ სამყაროზე ყველაზე დიდი გამარჯვებაა ლაშა შუშანაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ.

თავად “დათო კუტაისკისთვის” ეს განაჩენი უსიამოვნო სიურპრიზი იყო, იგი გათავისუფლებას თუ არა პირობით სასჯელს ელოდა. თუმცა, იგივე შუშანაშვილის მაგალითი რომ ავიღოთ, ბერძნული სასჯელაღსრულებითი სისტემის შესაბამისად, სებისკვერაძე, სავარაუდოდ, ამ ვადას სრულად არ მოიხდის.

“პრაიმკრაიმის” ინფორმაციით, საბერძნეთში რამდენიმე ათეული კანონიერი ქურდია, მათ შორის აბსოლუტური უმრავლესობა თბილისიდან, ქუთაისიდან და რუსთავიდანაა.

მათ შორის ორი გამოკვეთილი ლიდერია – შუშანაშვილი და სებისკვერაძე, რომლებიც შესაბამისად “რუსთავისა” და “ქუთაისის” კლანებს მეთაურობენ. დანარჩენი ქურდები რომელიმე მათგანის ორიბიტაზე ტრიალებენ.

სასამართლოს განაჩენის შემდეგ “ქუთაისის კლანს”, სავარაუდოდ, გაიოზ ზვიადაძე ჩაიბარებს.

ნიუპოსტი