სერგო რატიანი: „სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და მისი მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“

სერგო რატიანი: „სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და მისი მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და მისი მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს:

– როგორც ყოველთვის ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც უკანონო ბრძანებებს არ ასრულებენ და გუშინ მოსამართლე ვნახეთ, რომელმაც სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. ასეთი რეჟიმები მარცხდება როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში და მათ ერთნაირი ბედი ეწევათ ხოლმე. პოლიტიკური დევნა არ უნდა იყოს, სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და მისი მომავალი ქართველმა ხალხმა, ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, – განაცხადა რატიანმა.