სერხიო რამოსი: ”ბარსელონა უნდა დავამარცხოთ”

სერხიო რამოსი: ”ბარსელონა უნდა დავამარცხოთ”მადრიდის რეალის ერთ-ერთმა ლიდერმა სერხიო რამოსმა ბარსელონასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა რომ მისმა გუნდმა ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგოს. რამოსის აზრით რეალისთვის ეს შეხვედრა სეზონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

”ბარსელონა აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონობის შანსი თითქმის აღარ გვექნება. ეს მატჩი ყოველთვის განსაკუთრებულია და ვფიქრობ რომ ამჯერადაც ასე იქნება”–განაცხადა სერხიო რამოსმა.

რეალის და ბარსელონას დაპირისპირება 23 დეკემბერს მადრიდში გაიმართება.