უკრაინელმა მოპარული მობილურით Facebook-ზე სელფი ატვირთა

უკრაინელმა მოპარული მობილურით Facebook-ზე სელფი ატვირთაოდესაში კაცმა მობილური ტელეფონი მოიპარა და შემთხვევით სმარტფონის მფლობელის Facebook-ზე საკუთარი სელფი ატვირთა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გამოცემის ცნობით, კაცმა თავისი ფოტო მაშინ ატვირთა, როდესაც ტელეფონის განბლოკვას ცდილობდა. მოგვიანებით მან სელფი წაშალა და გაურკვეველი საგნის ფოტო ატვირთა.

თუმცა მობილურის მფლობელმა ფოტოს შენახვა და პოლიციისთვის გაგზავნა მოასწრო.

იმედინიუსი