ფოთში ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს

ფოთში ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვესმალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში, ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილი ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ილო ტუღუში მსაჯობდა როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე მთავარ ლიგაში.