ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისები იგეგმება

ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისები იგეგმება“საპარტნიორო ფონდმა” ჩინეთის უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან Beijing Great Wall International Travel Service Co. Ltd-სა და Ankeyunda Air Service Co. Ltd-თან მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ტურიზმის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს. აღნიშნული კომპანიები ერთ ჰოლდინგში შედიან და აერთიანებენ როგორც საავიაციო ისე ტურისტულ მომსახურებას. “საქმის კურსის” კითხვაზე, აპირებს თუ არა ჩინეთში ერთ-ერთი მსხვილი ტუროპერატორი კომპანია საქართველოში ავიაციის მიმართულებით გააქტიურებას, Beijing Great Wall International Travel Service Co. Ltd-სა და Ankeyunda Air Service Co. Ltd-ის გენერალური დირექტორი, ლი იათაო აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
– მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საუბარია 4-5 პირდაპირ ფრენაზე, რომელიც იქნება ჩინეთის სხვადასხვა დიდი ქალაქებიდან. დარწმუნებული ვარ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის, ასევე ჩინეთისთვისაც, – აცხადებს ლი იათაო.
მისი თქმით, საქართველოს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება “ერთი სარტყელი ერთი გზის პროექტებში” და ჩინეთის მთავრობა გამოთქვამს რეკომენდაციებს, რომ ჩინურ კომპანიებს ჰქონდეს თანამშრომლობა ქართულ კომპანიებთან.
– ჩვენ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს ტურიზმის მიმართულების განვითარებას. ეს იქნება კომბინირებული ციკლი, რომელშიც შევა როგორც ფრენები, ასევე სასტუმროთა ქსელი და სხვა ტურისტული მომსახურება, – ამბობს ლი იათაო.
“საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის თქმით, აღნიშნულ კომპანიებს ძალიან ბევრ ქვეყანასთან აქვს ტურისტული კავშირები და უზრუნველყოფენ ჩარტერული რესიების განხორციელებას.
– ერთი არის თიანძინის ავიაკომპანია, მეორე პეკინის დიდი ჩინური კედლის კომპანი.ისინი ერთი წელია იკვლევენ საქრათველოს ბაზარს. მილიარდ 400 მილიონიან ქვეყანაში 120 მილიონი ტურისტი გადის ქვეყნის გარეთ. მათი მცირე ნაწილი ხვდება საქართველოში. ამის ერთ-ერთი მიზეზი პირდაპირი ავიარეისების არქონაა. 4 ქალაქს ვესაუბრებით, რომ ავიღოთ ლიცენზიები. ვფიქრობ, მემორანდუმი ხელშეკრულებაში გადავა და ამ დარგში სერიოზულ ნაბიჯებს გადავდგამთ, – აცხადებს დავით საგანელიძე.

ბიზნესმედია