ჩხუბი რუსთავის 22-ე სკოლაში – ერთი მე-9 კლასელი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ჩხუბი რუსთავის 22-ე სკოლაში - ერთი მე-9 კლასელი საავადმყოფოშია გადაყვანილირუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ერთი მოსწავლე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მე-9 კლასის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტს სკოლის დირექტორი, ეკატერინე ცხვედაძე ადასტურებს. როგორც ცხვედაძე აღნიშნავს, სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს საკლასო ოთახში დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სკოლის მანდატურმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
ტელეკომპანია „ქვემო ქართლის“ ინფორმაციით, მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი მოსწავლე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის მიზეზი უცნობია.

ინტერპრესნიუსი