ჭიათურაში პატარძლების მსვლელობა მოეწყო

ჭიათურაში პატარძლების მსვლელობა მოეწყოდღეს, ზემო იმერეთში, ჭიათურაში, პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ღონისძიება – “მთა და ქორწინება” გაიმართა, რომლის ფარგლებში, ქუჩაში ღია პოდიუმი გაიმართა.

ამის შესახებ ფეისბუკზე თამარ ჩიბურდანიძე წერს.

“ღონისძიება ჭიათურის მუნიციაპილეტეტის მერიის და ორგანიზაცია “ქართული ბრენდი – მარიგოლდის” ორგანიზებით გაიმართა.

ცნობილი სააგენტოების მოდელებმა და ჟურნალისტებმა საქორწილო კაბებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ღია პოდიუმი გამართეს, რომელიც ჭიათურის უძველეს თეატრში ღონისძიებით დასრულდა. თეატრის სცენაზე ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ, ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ინა ასანიძემ, კომპანია “მარიგოლდის” თავმჯდომარემ თამარ ნადირაძემ და იურისტთა უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელმა ირმა კახიძემ 3 ხანდზმულ და 3 ახლად დაქორწინებულ პირს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ყველაზე ლამაზი სცენაზე ამოსული ხანდაზმული წყვილები იყვნენ, რომლებიც 50 წელი ერთად ცხოვრობენ. ახლად დაქორწინებულმა წყვილებმა კი პირობა დადეს, რომ მინიმუმ 3 შვილს გაუჩენენ ქვეყანას. ქართული ბრენდის ხელმძღვანელმა თამარ ნადირაძემ და ჭიათურელმა ბიზნესმენმა ქალბატონმა ნანა ნოზაძემ ქველმოქმედების მიზნით, ჭიათურის რიტუარების სახლს 70 საქორწილო კაბა საჩუქრად გადასცეს. მათი გადაწყვეტილებით, იმ ოჯახების გოგონებს, ვინც
მაისამდე დაქორწინებას გადაწყვეტს, კაბები საჩუქრად გადაეცემათ. საოცრად ლამაზ ღონისძიებას მუსიკალური ნომრებით კვარტეტი “ჭიათურა” აფორმებდა.
ვფიქრობ, ეს დღე დიდხანს ემახსოვრება ქალაქს” – წერს თამარ ჩიბურდანიძე და ფოტოებს აქვეყნებს.