ჰიპერმარკეტ “გორგიას” დამფუძნებლის, გია გორგოშაძის გატაცების მცდელობის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა

ჰიპერმარკეტ “გორგიას” დამფუძნებლის, გია გორგოშაძის გატაცების მცდელობის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცაჰიპერმარკეტ “გორგიას” დამფუძნებლის, გია გორგოშაძის გატაცების მცდელობის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია განიხილავს.
მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე, როგორც ბრალდების ისე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად სცნო.
ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, გარკვეული მტკიცებულებების, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის რამაზ მენთეშაშვილის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების ოქმის დაუშვებლად ცნობაზე. ადვოკატების მტკიცებით, გამოკითხვის ოქმზე, ბრალდებულს ყველა ფურცელზე არ აქვს ხელი მოწერილი, რაც საპროცესო ნორმების დარღვევაა.
დაცვის მხარემ ასევე იშუამდგომლა, რომ ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილიყო, თუმცა მოსამართლემ არც აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ვინაიდან ბრალდებულებისთვის წაყენებული ერთ-ერთი მუხლი ნაფიცი მსაჯულების მიერ განსჯად მუხლებში გადის, მოსამართლემ ბრალდებულებს ჰკითხა, სურდათ თუ არა საქმე ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განხილულიყო, რაზეც ბრალდებულებმა და დაცვის მხარემ უარი განაცხადეს.

ინტერპრესნიუსი