დეკანოზმა მამალაძემ სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა – „არ მაძლევენ ჩემი რელიგიური სამოსის ჩაცმის უფლებას!“

დეკანოზმა მამალაძემ სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა - „არ მაძლევენ ჩემი რელიგიური სამოსის ჩაცმის უფლებას!“ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

სასულიერო პირმა სხდომაზე თქვა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობას უცხადებს.

„აეროპორტიდან გატაცების მომენტიდან ვიმყოფები სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. ჩემი ადვოკატების თანდასწრებით, დაკითხვისას მთხოვდნენ პატრიარქის მკვლელობის მომზადების ორგანიზების აღიარებას და თანამზრახველებად მიტროპოლიტი დიმიტრისა და იოსებ ოხანაშვილის დასახელებას”- აღნიშნა მსჯავრდებულმა.
დეკანოზი მამალაძე აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულება რელიგიურ დისკრიმინაციას ახდენს
„არ მაძლევს ჩემი რელიგიური სამოსის ჩაცმის უფლებას და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ეკლესიაში რელიგიური მსახურების უფლებას. უნდობლობას ვუცხადებ ქართულ მართლმსაჯულებას და პროტესტის ნიშნად ვტოვებ სასამართლოს”- თქვა მან.