გურჯაანში მოხუცი ცოლ-ქმარი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

გურჯაანში მოხუცი ცოლ-ქმარი სახლში გარდაცვლილი იპოვესგურჯაანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. ბაზრის მიდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, 77 და 80 წლის მოხუცები მეზობელმა გარდაცვლილი ნახა. წინასწარი ინფორმაციით, ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.